SERVICES
როგორ გაბედო და გადააქციო იდეა ბიზნესად
01
სივრცის გასუფთავება
გავაანალიზებთ და ჩავხსნით შემზღუდავ რწმენებს ბიზნესის კეთებასა და ფულზე, რაც მოგცემს მეტ თავისუფლებას, მეტის გაკეთების სურვილს და შესაძლებლობას -
რწმენა-დაჯერებების გადაწერის პროცესით.
02
შენი მიზნის დასახვა
გამოერკვევი თუ რა მიზანი გაქვს, რატომ აკეთებ ამ ბიზნესს და რით გააუმჯობესებს ეს ბიზნესი სამყაროს. რაც მოგცემს ინსპირაციას და კრეატიულ ენერგიას -
შემოქმედებით ნაწილთან შეხვედრის მედიტაციით.
03
შენი აუდიტორიის განსაზღვრა
გამოერკვევი თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც უგვარებ პრობლემას. როგორ ცხოვრობენ, რით სულდგმულობენ და რატომ გაინტერესებს ისინი. რაც მოგცემს ფოკუსს და გაგარკვევინებს, თუ რა პრობლემას მოუგვარებ ამ ხალხს - ჩაღრმავების მეთოდის გამოყენებით.
04
პროდუქტის როლის მინიჭება
გავიგებთ თუ ამ აღმოჩენილ პრობლემას ან საჭიროებას, რა სოლუშენით უგვარებ, რა ემოციებს ან რა ყოფას გამოიწვევს შენი პროდუქტი ან მომსახურება ამ ადამიანებში, ემოციური ინტელექტის გააქტიურობის ხარჯზე.
05
ხედვის გადმოთარგმნა მიზნებად
გადმოვთარგმნით პირველ 4 ეტაპზე შექმნილ ბიზნეს ხედვას ზუსტ მიზნებში, ანუ რა კონკრეტული შედეგების მიღწევა გინდა. რაც მოგცემს სიცხადეს და მიზნის მიღწევის რესურსს, (მომავალ 3, მერე 2 და ბოლოს 1 წლის პერსპექტივაში უკუსვლით) -
რასაც ვიზამთ სმარტ ბიზნეს ამოცანების მოდელით.
06
მიზნების გადმოთარგმნა ამოცანებში
ბიზნეს ამოცანებს ვთარგმნით ბიზნესის კონკრეტულ ინდიკატორებში, რაც მოგცემს ბიზნეს პერფორმანსის საზომებს, რომ დაინახო, მიხვედი თუ არა სასურველ შედეგებამდე, რაც მოგიტანს ორიენტაციის უნარს - რამდენად მიჰყვები შენს დასახულ გეგმას და კურსს. ამას გავაკეთებთ აზარტით და თამაშით, ბალანს სქორქარდის მოდელით.
07
საჭირო რესურსების განსაზღვრა
გავწერთ თუ რა რესურსები (ფინანსური, ტექნოლოგიური, ადამიანური, მარკეტინგული) არის საჭირო წინა საფეხურში აღწერილი ნაბიჯების გადასადგმელად, და ამ რესურსების შექმნის მოქმედებებს დავამატებთ შენს სამოქმედო გეგმას - რაც მოგცემს უკვე მოქმედებისთვის საბოლოო მზადყოფნას.
08
მოქმედებათა გეგმის შედგენა
გავწერთ თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი და განსახორციელებელი იმისთვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. რაც გაგინათებს გასავლელ გზას და მიგიყვანს შენს მიზნებამდე - ამას ვიზამთ კონკრეტული მოქმედებებისგან შემდგარი გეგმის შემუშავებით და პრიორიტეტების მატრიცის გაწერით.
09
მოქმედებისთვის მზადება
დავამუშავებთ წინაღობას და შიშებს, რომელიც წამოვა მოქმედების დაწყების წინ - ეს მოგცემს ამოსუნთქვისა და ენერგიით დამუხტვის საშუალებას, რომელიც აუცილებელია მოქმედებისთვის.
10
საუბრების წარმართვა და უკუკავშირის მიღება
გექნება ღრმა საუბარი რამოდენიმე პოტენციურ მომხმარებელთან და მათი უკუკავშირის საფუძველზე შეიტან ცვლილელებს პროდუქტში და სამოქმედო გეგმაში.
11
გეგმის გადახედვა და კორექტირება
გექნება საუბარი რამოდენიმე პოტენციურ ბიზნეს პარტნიორთან და მათი უკუკავშირის საფუძველზე შეიტან ცვლილელებს პროდუქტსა და სამოქმედო გეგმაში.
12
მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება
დაიწყებ შენი გეგმის შესრულებას და გზაში წარმოშობილი მიმდინარე დაბრკოლებების გააზრებას ა და ჩახსნას, ამავე დროს შევქმნით შენს მხარდაჭრის სისტემას, რომელმაც მეტი თავდაჯერებულობა და ძალა უნდა მოგცეს.
APPROACH
გეგა წურწუმიას მაგალითი -
დამფუძნებელი,
BENEFITS
სამი მთავარი ეტაპი:
მე შემოქმედი:
სრული სიცხადის მიღება - თუ რას ჰქმნი და რატომ.
რათა დაფოკუზირდე, გაბედო და გადადგა პირველი ნაბიჯი.
რომელსაც უპირველლესად დავიწყებთ შენი პირადი ინსპირაციის პოვნით და შენს საქმეში მისი როლის დნახვით.
მე დამგეგმავი:
ხელშესახებ ქმედებათა გეგმის შედგენა:
ამოცანების, მიზნების და კონკრეტული მოქმედებების დასახვით.
რაც მოგცემს კიდევ უფრო მეტ ენერგიას და თავდაჯერებულობას.
მე გამკეთებელი:
ბიზნესის პილოტურ სტადიაზე გადაყვანა: პოტენციურ პარტნიორებთან, მომხმარებლებთან საუბრებით და სამოქმედო გეგმის კორექტივებით.
რაც მოგცემს სრულ მზადყოფნას წარმატებისთვის.
FAQ
You're probably
wondering...
Frequently asked questions
